ჩვენს შესახებ

"აი ვაზი"-ს იდეაა, რომ ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს ადგილობრივი, ყურძენი და ღვინო, პირდაპირ "ვენახიდან - მაგიდაზე". ამ ყველაფრის გაკეთებას მომხმარებელი ონლაინ პლატფორმის www.ivazi.ge გამოყენებით შეძლებს და თვითონ იქნება ჩართული მოსავალის გაზრდის, მოვლის და მოყვანის პროცესში.

დღევანდელ რეალობაში, როდესაც უმეტეს ჩვენგანს არ გვაქვს საკმარისი დრო, რესურსი და შესაძლებლობა ჩავერთოთ მეურნეობის პრ ცესში და მიივიღოთ ჯანსაღი პროდუქტი, ონლაინ პლატფორმა www.ivazi.ge იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას გახდე მევენახე სახლიდან გაუსვლელად.

ონლაინ ვენახი საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს მუდმივად ახალი ლოკალური პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად (From Table to Table). პარალელურად ჩვენ მხარს ვუჭერთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ინვესტირების მიღებას მევენახეობისა და სოფლის მეორნეობის მიმართულებით.

მუშაობის პრინციპი

• პლატფორმის მუშაობის მოდელი დაფუძნებულია ე. წ. გამოწერის მეთოდზე (Subscription Model).

• ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს იქირაოსნ მიწის ნაკვეთი კვადრატული მეტრობით ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ.

• ყოველთვიურ გადასახადში შედის მოსავლის მოყვანა, დისტრიბუცია და პროცესის მართვა ლოკალური აგრონომის კალენდრით ან/და მომხმარებლის მიერ შერჩეული მეთოდით.

• მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს, როგორც დამატებითი ვიდეო კამერა, ასევე ღვინის ბოთლში ჩამოასხმა თავისი ეტიკეტით.

• ექსპორტი შესაძლებელია მსოფლიოს მასშტაბით.